დადგენილია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდამსხმელის ვინაობა

24.06.22 18:32
დადგენილია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდამსხმელის ვინაობა

დადგენილია ,,ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდამსხმელის ვინაობა - "პირველების" ინფორმაციით, მოძალადე ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მცხოვრები, 37 წლის ივანე დიდიძეა.

,,ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს, თავს უცნობი პირები ცოტა ხნის დაესხნენ. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.