საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ ვარ, რაზე უნდა ჩავიდე? - ირაკლი კობახიძე
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.
ბრიფინგის მსვლელობის დროს ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მსგავსი შინაარსის კითხვა დაუსვეს, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
საოკუპაციო ხაზთან არ ვარ ნამყოფი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი? რაზე უნდა ჩავიდე იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხები არ არის გადასაჭრელი – თქვა კობახიძემ.