წყლის ჭავლის მანქანა, ათობით ავტობუსი და ცოცხალი ძალა კანცელარიის ეზოში - რისთვის ემზადება ხელისუფლება?​

24.06.22 19:10
წყლის ჭავლის მანქანა, ათობით ავტობუსი და ცოცხალი ძალა კანცელარიის ეზოში - რისთვის ემზადება ხელისუფლება?​

საპოლიციო ძალების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული ამ წუთებში დედაქალაქში - "ტვ პირველის" გადამღებმა ჯგუფებმა  მთავრობის კანცელარიისა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპოლიციო ძალების მობილიზაციის ამსახველი კადრები გადაიღო. 

"პირველების" ინფორმაციით, გომელაურის უწყების წარმომადგენლები ე.წ. პეპელასთან მდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეც შეიყვანეს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის ცნობით, კანცელარიის ეზოში საპოლიციო ძალების კუთვნილი 10-მდე ავტობუსები და პიკაპი შევიდა.  "პირველების" კამერამ წყლის ჭავლის მანქანაც გადაიღო. 

მსგავსი სიახლეები