სალომე სამადაშვილი პრემიერ ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივის

24.06.22 19:46
სალომე სამადაშვილი პრემიერ ღარიბაშვილს სასამართლოში უჩივის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სალომე სამადაშვილი, აპირებს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ ფრაქცია ,,ლელოს" წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.

დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად, ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან – წერს სოციალურ ქსელში სამადაშვილი.

 იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს – განაცხადა 22 ივნისს სალომე სამადაშვილის მისამართით პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები