რუსთაველი გადაიკეტა - საპროტესტო აქცია დაიწყო
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო - დედაქალაქის მთავარი გამზირი უკვე გადაიკეტა.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ახლად შექმნილი სახალხო მოძრაობა დღევანდელ აქციაზე რამდენიმე მოთხოვნას დააყენებს, მათ შორის პირველი იქნება მთავრობის გადადგომა.
აქციის ორგანიზატორები პრემიერ ღარიბაშვილს მოუწოდებენ, აიღოს დაშვებულ შეცდომებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადააყენოს მთავრობის სრული შემადგენლობა. ამისათვის კი ერთ კვირიან ვადას აძლევენ.
ცნობილია, რომ დღევანდელ აქციაზე გამომსვლელებს შორის არ იქნებიან პოლიტიკოსები.
ხელისუფლებისმ ოპონენტები აცხადებენ, რომ ახლა ქვეყნის მართვის სადავეში ხალხი უნდა ჩადგეს.