მანამდე არც მე ვიცნობდი ბიძინას და არც ის მიცნობდა მე - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი მარგველაშვილს უჭირს წინასწარ იმის განსაზღვრა, რას იზამს ოლიგარქი.
მანამდე არც მე ვიცნობდი ბიძინას და არც ის მიცნობდა მე - უთხრა "ტვ პირველს" მარგველაშვილმა.
მეოთხე პრეზიდენტის თქმით, ვერ გაკეთებს ზუსტ პროგნოზს, შეცვლის თუ არა ივანიშვილი თავის გეგმებს, ხოლო რაც შეეხება მთავრობას, მას ხშირად შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება.
2020 წელს გაეროს მაღალი ტრიბუნიდანაც გაუცია ტყუილი დაპირებები და არ შეუსრულებია ჩვენს ხელისუფლებას. ხანგძლივი გამოცდილება მაქვს იმისა, რომ მისი დაპირებები ტყუილია. ეს ტყუილი ხან მცირე მასშტაბისაა, ხან საერთაშორისო ტყუილია. ასე რომ არავითარი მზაობა იმისაქ, რომ დავუჯერო მათ, ემპირიულად არ მაქვს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ, რამე გააკეთონ. მარტივად, გაუშვან სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში და გამოუშვან ნიკა გვარამია, მცირე ნდობა მაინც იქნება- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.