დროს ათვლა დაიწყო - სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს პრემიერის გადასაყენებლად ერთ კვირას აძლევს

24.06.22 21:31
დროს ათვლა დაიწყო - სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს პრემიერის გადასაყენებლად ერთ კვირას აძლევს

ახალი სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირას აძლევს, რომ გადააყენოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. 

აქციაზე "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა. 

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა იმისთვის, რომ გადააყენოს ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობა. 

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ ღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტნი ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მას ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავს"  - თქვა შოთა დიღმელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები