საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ - დავით არახამია

24.06.22 21:43
საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ  - დავით არახამია

"საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში, ამისთვის უკრაინა ყველაფერს გააკეთებს - ამის შესახებ უკრაინის სახელისუფლებო პარტიის ,,სლუგა ნაროდას" ლიდერმა, დავით არახამიამ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას მიმარრტა. 

სწორედ ევროპისთვის და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც! უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.

ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. 
სხვათაშორის, მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.
ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ
- განაცხადა დავით არახამიამ.

მსგავსი სიახლეები