ის, რაც აქციაზე გაჟღერდა, აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია - ქადაგიშვილი
ის, რაც აქციაზე გაჟღერდა, აბსლუტურად არაკონსტიტუციურია, - ასე შეფარა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პროდასავლურ აქციაზე სახალხო მოძრაობის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები. ქადაგიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება.
ის, რაც აქციაზე იქნა გაჟღერებული არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და არ ჯდება იმ სულის კვეთებაში რა სულისკვეთებაც დღეს უკვე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით არის საქართველოსთან მიმართებაში. არანაირი აბსურდული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება და პირიქით, ახლა არის უფრო მეტი კონსოლიდაციის დრო, - თქვა ქადაგიშვილმა.
ახალი სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირას აძლევს, რომ გადააყენოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
აქციაზე "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა