საერთო სახალხო მთავრობის შექმნა პირველი რიგის ამოცანაა - "ლელო" სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს უერთდება
"ლელო" საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს უერთდება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ჯაფარიძე მიიჩნევს, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
"ლელო - საქართველოსთვის" მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ წაკითხულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქ არის დასახელებული. კერძოდ, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაომპლექტებული. ეს პირდაპირპასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგაქრიზაცია და დეპოლარიზაცია.
ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ ამ მთავრობამ, რომელიც იმოქმედებს ძირითადად და მისთის მთავარი პრიორიტეტი იქნება 12 რეკომენდაციის, 12 მოთხოვნის განხორციელება, ამ მთავრობამ უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდგომში უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ცხადია, რომ ჩვენის მხრივ ყველაფერს ვიღონებთ, როგორც პოლიტიკური პარტია, რომ ეს გაჟღერებული მოთხოვნების შესრულდეს.
ველოდებით, რომ "ქართული ოცნება" გააცნობიერებს ამ უმნიშნელოვანეს, ამ უმწვავეს მომენტს ჩვენი ქვეყნისთვის და ყველანი შევძლებთ, ყველა პოლიტიკური აქტორი შეძლებს შევთანხმდეთ ასეთი მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ითხოვს საერთო სახალხო მოძრაობა, - განაცხადა ჯაფარიძემ.