ცდილობენ სიმულაცია მოახდინონ რევოლუციური სცენარების - სარჯველაძე სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე

25.06.22 15:28
ცდილობენ სიმულაცია მოახდინონ რევოლუციური სცენარების - სარჯველაძე სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ საერთო სახალხო მოძრაობა რევოლუციური სცენარს ამზადებს. დეპუტატის თქმით,  გარკვეულმა პოლიტიკური ჯგუფმა გადაწყვიტა კონსტიტუციას გადაუარონ. 

კონსტიტუცია არსებობს და იქ წერია ვინ ირჩევს მთავრობას, როგორ ყალიბდება პარლამენტი, როგორ ყალიბდება მთავრობა და ე.ი. გადაწყვიტეს გარკვეულმა პოლიტიკურმა გუნდმა თუ ჯგუფმა თუ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის ზემოდან გაიარონ და გადაწყვიტონ ისე, როგორც მოეპრიანებათ ამ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა. ეს არის აბსურდი, პირდაპირ ორმ ვთქვათ, ამას დავარქვათ თავის სახელი. ახლა როგორც არ უნდა ემოციური ტალღით და რაღაცა ატრიბუტებით შევამკოთ ამ შემთხვევაში ეს მსჯელობა თუ მოტივაცია და ა.შ., ეს გათვლილია ერთადერთ რამეზე, რომ ამ შემთხვევაში, ვინმეს ემოციური განწყობით ან რაღაცა მსგავსით ისარგებლონ და ამ შემთხვევაში სიმულაცია მოახდინონ რევოლუციური სცენარების განვითარების პერპსპექტივების, - თქვა სარჯველაძემ. 

ახალი სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირას აძლევს, რომ გადააყენოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. 

აქციაზე "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა

 

მსგავსი სიახლეები