ურჩი პრეზიდენტის განეიტრალების გეგმა - საკონსტიტუციო სასამართლომ "ოცნების" სარჩელი წარმოებაში მიიღო

25.06.22 15:43
ურჩი პრეზიდენტის განეიტრალების გეგმა - საკონსტიტუციო სასამართლომ "ოცნების" სარჩელი წარმოებაში მიიღო

დადგება თუა არა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი - "ქართულმა ოცნებამ" ურჩი პრეზიდენტის განეიტრალების სისრულეში მოყვანა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ სახელისუფლებო სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქმეს 9 მოსამართლე განიხილავს. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის სიმბოლურ ფუნქციას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ამბობს, რომ კომპეტენციებთან დაკავშირებით საკიტხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას. 

დღევანდელი კონსტიტუციური მოწყობის პირობებში მტავრობა და პრემიერ-მინისტრი არის უფრო მეტი და უფრო შნაარსობრივი ფუნქციებით არის აღჭურვილი, ვიდრე პრეზიდენტია, ამ შემთხვევაში, რომელსაც აქვს ერთგვარად სიმბლური მნიშვნელობა, სიმბოლური ფინქციები სახელმწიფოს მეთაურობასთან დაკავშირებით, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა ეს გარემობა მხედველობაში იქნება მიღებული და ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი მკაფიოდ გადაიჭრება, რომელიც უკავშრდება კომპეტენციებს, - თქვა სარჯველაძემ. 

მსგავსი სიახლეები