ექსკლუზივი: გაშიფრულია ნარკომოვაჭრეთა ფულის გამთეთრებლის კონტაქტები ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთან

25.06.22 21:25
ექსკლუზივი: გაშიფრულია ნარკომოვაჭრეთა ფულის გამთეთრებლის კონტაქტები ბიძინა ივანიშვილის უახლოეს გარემოცვასთან

"ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - ფლორიდის სასამართლოდან მოპოვებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ 32 წლის ჩარლი შრემი, რომელიც ამერიკაში ნარკომოვაჭრეების მილიონების გათეთრებისთვის გაასამართლეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დაიქირავა.

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილი კრიპტოაგენტი, რომელმაც ყველაზე  კარგად იცის, უკანონო გზებით მოპოვებული ფული როგორც უნდა გაათეთროს, ივანიშვილის გუნდის ბიზნეს პარტნიორი გახდა. 

ამერიკული ფაილებით დგინდება, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი, გიორგი ბაჩიაშვილი იყო ადამიანი, ვინც ნარკოტიკებით მოვაჭრეების პარტნიორს ჩარლი შრემს, ახალი ვირტუალური ფულის შემქნა დაუკვეთა. ექსკლუზიური დოკუმენტებით დგინდება, რომ თანაინვესტირების ფონდის უფროსმა ნარკორეალიზატორებთან იატაკქვეშა თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებული ადამიანი, ციხიდან გამოშვების შემდეგ, 2018 წელს  დაიქირავა. გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გამოსულ ჩარლი შრემს პირადად შეხვდა და დავალება მისცა, გადაუხადა 2 მილიონ 112 ათასი დოლარი. 

ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სკანდალური გარიგების უკან თავად ივანიშვილი იდგა.

ამ ფულით ჩარლი შრემს უნდა შეექმნა ახალი ვირტუალური ფული და ბირჟებზე სავაჭროდ განეთავსებინა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესებისა და მილიონების მმართველი გადააგდეს.  დაზარალებულმა ბაჩიაშვილმა შრემს ამერიკულ სასამართლოში უჩივლა. 

სპეციალისტები ეჭვობენ, რომ  ოლიგარქის გუნდს ახალი ვირტუალური ფულის ბიზნესი ფულის გადასამალად სჭირდებოდა.

"შაბათის ეთერთან" ბაჩიაშვილი ირწმუნება, რომ ეს მისი პირადი ბიზნესი იყო და 928 ბიტკოინის შესაძენად, საკუთარი მილიონები დახარჯა.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რაში სჭირდებოდა ივანიშვილის მთელი ეს მაქინაციები, როდესაც შეუძლია, რომ ფული ბანკში ჰქონდეს და საეჭვო და სარისკო გარიგებებზე არ წავიდეს?! სპეციალისტები განმარტავენ, რომ ვირტუალური ფულის ხიბლი იმაშია, რომ ის  კონტროლს არ ექვემდებარება, შესაბამისად, ივანიშვილის მილიარდების მიმოქცევაც, აქ ამ ვირტუალურ სივრცეში ბევრად უფრო დაცული იქნებოდა.

ნახეთ მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება აქ

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები