"სამეგობროსა და ოჯახის წევრების დასაქმებისთვის..." - მთავრობა კურორტების განვითარების ახალ სააგენტოს ქმნის
კურორტების განვითარების სააგენტო - ასე ქვია ახალ უწყებას, რომლის შენახვაც საქართველოს მოსახლეობას მილიონობით ლარი დაუჯდება.
კორუფციის მკვევარები ამ ყველაფერში საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ნიშნებს ხედავენ.
მათი თქმით, ქართული ოცნება ამ სამსახურს სამეგობრო წრისა და მათი ოჯახის წევრების დასაქმებისთვის ქმნის.
„ეს არის კიდევ ერთი ახალი დასაქმების ბიურო, ოღონდ, მხოლოდ ქართული ოცნების სამეგობრო წრისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. ამ სააგენტოს შექმნისთვის და შემდეგ ამის ფუნქციონირებისთვის რა თანხებიც იქნება გამოყოფილი, ეს თანხები პირიქით რომ გადანაწილდეს იმ რეგიონებში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა არის. ელემენტარული ტუალეტი არ არის ტურისტულ ადგილებში.თბილისი ავიღოთ, ტუალეტი არ აქვს ტურისტებს. ეს ადამიანები კი კიდევ რაღაც ახალ სააგენტოებს ქმნიან, ბიუროკრატიას ქმნიან, რაც მიუღებელია“. - ამბობს კორუფციის მკვლევარი.