"ქართულმა ოცნებამ" გადაგვაგდო - კონსტიტუციონალისტები ეროვნული თანხმობით შექმნილ მთავრობას მხარს უჭერენ

26.06.22 13:51
"ქართულმა ოცნებამ" გადაგვაგდო - კონსტიტუციონალისტები ეროვნული თანხმობით შექმნილ მთავრობას მხარს უჭერენ

„ის, რომ ეროვნული თანხმობით შექმნილი მთავრობა დესტაბილიზაცია და არეულობას, ეს არის წარმოუდგენელი“ - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტები საუბრობენ. 

მათი თქმით, ასეთი მთავრობა სწორედ იმისთვის იქმნება რომ დეპოლარიზაცია მოხდეს ქვეყანაში. 

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ მოგვატყუა და გადაგვაგდო, ამიტომაც თავად სამოქალაქო საზოგადოებამ აიღო საკუთარ თავზე იმ რეკომენდაციების შერულება, რაც ევროპულმა საბჭომ დაგვაკისრა. 

„ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩენ შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მაგრამ, ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, რომ მათ მოგვატყუეს. ამ მთავრობამ მოგვატყუა, გადაგვაგდო. არანაირი ნდობა მე პირადად აღარ მაქვს. ამიტომ სჯობს შევქმნათ მთავრობა, რომელიც პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება, ეს არ იქნება პარტიული შემადგენლობა. პოლიტიკოსები პარტიული ნიშნით მასში არ შევლენ. და რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება შეთანხმებული კანდიდატურები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ხომ ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია ორივესთვის მნიშვნელოვანია, ახლა, კეთილი ინებონ და შეთანხმდნენ ა პარტიულ მთავრობაზე". - ამბობს ვახუშტი მენაბდე
 

მსგავსი სიახლეები