პრემიერი ისევ ამტკიცებს: ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს
საქართველოს პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოში "ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა" ფიქსირდება.
"წინასწარი მონაცემით, რაც მე ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა ჩვენ ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რაც გამოდის, რომ 5 თვეში, ამ წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში, იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბანკები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად პრობლემა არის ყველგან, უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა"- თქვა პრემიერმა.