ტრაგედია მარნეულში - ადგილობრივები პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ
მარნეულში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, აივანის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი 26 წლის ქალი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. ჩვილი, რომელიც სიკვდილს გადაარჩინეს კლინიკაში რჩება. საავადმყოფოში არიან მოთავსებულები გარდაცვლილი ქალის არასრულწლოვანი შვილები. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობის აივნები ავარიულია. მათივე განცხადებით, წლების განმავლობაში მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
პირველ სართულზე ვცდოვრობ. არც კანალიზაცია მიშაობს და სარდაფებში წყალი სულ გროვდება. საერთოდ, მთელი კორპუსი პრობლემურია...
ნორმალური არცერთი აივანი არ არის. მოსახლეობამ მერიას რამდენჯერმე მიმართა" - აცხადებენ ადგილობრივები.
ნარმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანი გუშინ ჩამოინგრა, შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა.
დაშავებულია გარდაცვლილი 26 წლის ქალის კიდევ ორი არასრულწლოვანი შვილი, ერთ-ერთ მათგანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.