დესტრუქციულ ძალებს არ მივცემთ საშუალებას, შეგვაფერხოს - ღარიბაშვილი

27.06.22 11:15
დესტრუქციულ ძალებს არ მივცემთ საშუალებას, შეგვაფერხოს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, მაისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ორნიშნა რიცხვით გაიზრდება.

მეტი, მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ "ხუთ თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება".

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი წელს, პირველ კვარტალში, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი გამყარებულია. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. რა თქმა უნდა, ამას შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო მაღალი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს რაიმენაირად. პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა"- თქვა პრემიერმა. 

აღნიშნული საკითხის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები