ვეკითხები კორუმპირებულ ღარიბაშვილს, სად არის ყინულის სახლი? - რევაზ ხარაზი

27.06.22 11:56
ვეკითხები კორუმპირებულ ღარიბაშვილს, სად არის ყინულის სახლი? - რევაზ ხარაზი

,,ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავარობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და პროკურატურას გამოძების დაწყებას სთხოვს. 

საქმე ბათუმის ყინულის სახლისა და აუზის მშენებლობას ეხება. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ავანსის სახით კომპანიას წინასწარ ცხრა მილიონი მისცეს, მაგრამ ვალდებულებები არ შეასრულა. ახლა კი იგივე კომპანიას  პრემიერის განკარგულებით დამატებით ოც მილიონს გადასცემენ.

„პრემიერის განკარგულებით, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებელ კომპანიას დამატებით უნდა გადაერიცხოს მორიგების საფუძველზე 20 მილიონი ლარი. ვეკითხები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და კორუმპირებულ ღარიბაშვილს, სად არის აქ ყინულის სახლი? მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, სასწრაფო წესით დაინტერესდეს ამ თემით და დაიწყოს გამოძიება. მოვუწოდებ აჭარის უმაღლეს საბჭოს არ აუწიოს ხელი ამ პროექტის დამტკიცებას“. - ამბობს ენმ-ს წევრი რევაზ ხარაზი.
 

მსგავსი სიახლეები