ივანიშვილის რეჟიმთან ერთად ჩვენი გზა არხანგელსკში მიდის, ამიტომ ეს რეჟიმი უნდა ჩამოვიცილოთ! - შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილისა და დიპლომატების შეხვედრა დასრულებულდა. ,,ლეიბორისტების ლიდერმა" ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიისა და ესტონეთის ელჩებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ოპოზიციურ პარტიებზე ზეწოლის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ნათელაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მოუწოდა, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
გაიმართა ძალიან საინტერესო და საჭირო საუბარი ევროპის თვალსაჩინო ქვეყნების ელჩებთან. ჩვენგან ხაზი გაესვა გარემოებას, რომ ივანიშვილის დასანქცირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, რომ მან ვერ მოასწროს ლავირება და ამ რთული ხაფანგიდან თავის დაღწევა.
ასევე ხაზი გაესვა ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებული ბერკეტების ამოქმედებას, კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლის დასანქცირებას, რომლებიც პრაქტკულად პოლიტიკურ პოლიციას, გესტაპოს ,წარმოადგენენ.
ჩვენი გზა მიდის არხანგელსკში ივანიოვილის რეჟიმთან ერთად, ამიტომ ჩვენ ეს რეჟიმი უნდა ჩამოვიცილოთ! - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა.