არავის სჯერა იმ ადამიანის, რომელსაც გაურკვეველი აქვს, რომელ სამშობლოს ემსახურება - მაჭარაშვილი არახამიაზე

27.06.22 13:26
არავის სჯერა იმ ადამიანის, რომელსაც გაურკვეველი აქვს, რომელ სამშობლოს ემსახურება - მაჭარაშვილი არახამიაზე

არავის სჯერა იმ ადამიანის განცხადებების, რომელსაც გაურკვეველი აქვს, რომელ სამშობლოს ემსახურება - ასე ეხმიანება  "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, დავით არახამიას ბრალდებებს. მმართველი გუნდის წევრის წევრი არახამიას საპასუხო ბრალდებებს უყენებს და მას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს. 

არავის არ სჯერა ისეთი ადამიანების განცხადებების, რომელსაც უბრალოდ გაურკვეველი აქვს, რომელ სამშობლოს ესამხურება, საერთოდ ვის ემსახურება და რაც შეეხება რუსეთთან კავშირს, მისი რუსეთთან კავშირიც დადგენილია და ამასთან დაკავშირებითაც სავარაუდოდ იქნება, როგორც თითონ აპირებს მომავალში სახელების და გვარების დასახელებას, ახლა ხომ არ დაუსახელებია, თუ დასახელდა, ალბათ ის ადამიანები თავად დაასახელებ მერე მის კავშირებს, - ამბობს მაჭარაშვილი.

უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ქართული ოცნების" მხილებას აანონსებს.  დავით არახამია ისევ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და იმ ქართველი მინისტრების და  დეპუტატების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნებაზე საუბრობს, რომლებზეც საეჭვო ფული ბრუნავს.

სკანდალური განცხადება დავით არახამიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე გაავრცელა.

 

მსგავსი სიახლეები