უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პროვოკატორები არიან - "ოცნების" დეპუტატი

27.06.22 13:29
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პროვოკატორები არიან - "ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დავით არახამიას ბრალდებებს ეხმიანება და მას პროვოკატორს უწოდებს. ქადაგიშვილის თქმით, არახამიას ბრალდებები უსაფუძვლოა. 

უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები არიან პირდაპირ პროვოკატორები. ჩვენ შეგვიძლია ახლა ნებისმიერი დეპუტატის გვარი დავასახელოთ ან ნებისმიერი მინისტრის გვარი დავასახელოთ და მის გარშემო არახამიამ შექმნას არაჯანსაღი აჟიოტაჟი. არაფერის შეიძლება არ დაამტკიცოს ან ვიღაცას ჰქონდეს ანგარიში უცხოეთშ, პირტობითად ვამბობ და ამას მიაბას მთელი თავისი სპეკულაცია, - თქვა ქადაგიშვილმა. 
 

უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი "ქართული ოცნების" მხილებას აანონსებს.  დავით არახამია ისევ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და იმ ქართველი მინისტრების და  დეპუტატების საბანკო ანგარიშების გამოქვეყნებაზე საუბრობს, რომლებზეც საეჭვო ფული ბრუნავს.

სკანდალური განცხადება დავით არახამიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე გაავრცელა.

 

მსგავსი სიახლეები