ეროვნული მთავრობის შექმნა ილუზიაა - მაჭარაშვილი

27.06.22 13:35
ეროვნული მთავრობის შექმნა ილუზიაა - მაჭარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნას, რომელიც ეროვნული თანხმობით შექმნილ მთავრობას გულისხმობს "ქართული ოცნების" დეპუტატი "ილუზიას" უწოდებს. 

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეროვნული მთავრობის შემქმნელებს ანტიკონსტიტუციური პროცესები უნდათ, რომ კონსტიტუციურად მონათლონ.

"ეს არის მათი ილუზიები, იმიტომ რომ სხვა ვერც ერთ საკითხში ისინი ერთმანეთშიც კი ვერ პოულობენ კონსოლიდირებას. ეს ერთადერთი საკითხია, პოლარიზება და დესტრუქცია, სადაც ისინი ერთიანდებიან. რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება, დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას და ილაპარაკებს ხალხის სახელით.

ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაც ასე კომპლექტდება. მათ უნდათ, ანტიკონსტიტუციური პროცესები მონათლონ კონსტიტუციურად“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. 
 

მსგავსი სიახლეები