განადგურებული გზები და დანგრეული სახლები -პირველი კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან
მცხეთა-მთიანეთის რაიონში გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სახლები, დაიხოცა პირუტყვი, განადგურებული მოსავალი.
სტიქიის ზონაში სახლებში ცხოვრება საფრთხის შემცველია, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.
,,ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს, თუმცა, არასაკმარისია მის რაოდენობა. არ დაწყებულა მოსახლეობის ევაკუაცია იმის მიუხედავად, რომ ადგილზე დარჩენა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, წყალმა წაიღო. საქონელიც წაგვართვა, ფრინველიც და ყველა, მთელი უბანი, მოსახლეობა, ვართ ეზოში. გაუსაძლისი პირობებია, არ ვიცი, ღამეს სად გავათევთ.
12 წელია, ასეთი მდგომარეობაა და არანაირი საშველი არაა ჩვენთვის, გვპირდებიან, არჩევნები როცა მოვა, გადაგასახლებთო, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ ჩაივლის-ხოლმე - ამბობს სოფელ მლეთას მაცხოვრებელი.
ანალოგიური სიტუაციაა მცხეთა-მთიანეთის სოფელ ფასანაურში, ასადაც დიდებულმა მდინარემ ხიდი ჩაანგრია, საავტომობილო მოძრაობა კი შეფერხებულია.
დარიალის ხეობაში საავტომობილო გზის თავზე კლდის დიდი მასის მოწყვეტის გამო საავტომობილო გზა 80-მდე ადგილზეა დაზიანებული. სტიქიური უბედურების ზონიდან ხალხი ვერტმფერენით გამოჰყავთ, ჩაკეტილია ლარსის სასაზღვრო პუნტი.