სანქცირებული ნავთობით სავსე გემი ამ დრომდე ბათუმის პორტში დგას

27.06.22 15:11
სანქცირებული ნავთობით სავსე გემი ამ დრომდე ბათუმის პორტში დგას

სანქცირებული ნაბთობით სავსე გემი ამ დრომდე ბათუმის პორტში დგას. ირკვევა, რომ ტანკერი თურქულ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ის საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან, ტუაფსეს პორტიდან შემოვიდა.

გემი ბათუმში გუშიN, დილის 10 საათზე შემოვიდა. მთავრობამ მხოლოდ მეორე დღეს, 24 საათის შემდეგ, აღიარა რომ გემი სანქცირებული საწვავით სავსე იყო. 

მონაცემებში არ არის მითითებული შემდეგი მარშრუტი, თუ სად უნდა გადაადგილდეს ტანკერი.

ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ამტკიცებს, რომ  ბათუმის პორტში შემოსული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული, ტვირთის კონტროლი კი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა.

მსგავსი სიახლეები