ვინ შემოუშვა სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი ქვეყანაში - მთავრობა თავს იმართლებს

27.06.22 17:08
ვინ შემოუშვა სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი ქვეყანაში - მთავრობა თავს იმართლებს

რუსეთიდან შემოსული ტანკერი ბათუმის პორტში - "ქართული ოცნების" ხელისუფლება პანიკაშია. სანქცირებული რუსული ტვირთის საქართველოში შემოტანასთან კავშირს საზღვაო  ტრანსპორტის ადმინისტრაციის შემდეგ ფინანსთა სამინისტროც  უარყოფს.

მთელი მთავრობა თავის მართლების რეჟიმშია და ირწმუნება, რომ პორტები კერძოა და მათ საქმიანობას ვერ აკოტროლებს.

ადგილობრივი ოპოზიციის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული ხომალდი ბათუმში პორტში შემოვიდა.

ენმ-ს წევრის, მირდატ ქამადაძის, თქმით,  ხელისუფლებამ დეკლარირებულად უნდა განაცხადოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დგას. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ არაერთხელ გვინახავს რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები ბათუმის პორტში და როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, რომ ეს არის ხელშეწყობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში და ამას აკეთებს ქართული ხელისუფლება, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების გამოხმაურება, რომ თურმე ჩენ ომი გვინდოდა. არა, მეგობრებო, ჩვენ ომი კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს ქვეყანა იმართებოდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებას დეკლარირებულად ჰქონდეს გაცხადებული, რომ ის დგას რუსეთის წინააღმდეგ, - თქვა ქამადაძემ.

სანქცირებული ნაბთობით სავსე გემი ამ დრომდე ბათუმის პორტში დგას. ირკვევა, რომ ტანკერი თურქულ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ის საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან, ტუაფსეს პორტიდან შემოვიდა. მონაცემებში არ არის მითითებული შემდეგი მარშრუტი, თუ სად უნდა გადაადგილდეს ტანკერი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ამტკიცებს, რომ  ბათუმის პორტში შემოსული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული, ტვირთის კონტროლი კი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა.

მსგავსი სიახლეები