ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს იმ პირობების განხილვა, რომელსაც მას ქართველი ხალხი უყენებს - ქადაგიძე
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ქადაგიძე, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს იმ პირობების განხილვა, რომელსაც მას ქართველი ხალხი უყენებს.
ქადაგიძე იმასაც ამატებს, რომ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება.
დიალოგი უნდა იყოს ადამიანებთან, რომელიც უბრალოდ გამხმოვანებელი კი არა, არამედ გადაწყვეტილებების მიმღებებები არიან. გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში არის მხოლოდ ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. მას მოუწევს აუცილებლად იმ პირობების განხილვა, რომელსაც მას ქართველი ხალხი უყენებს და რასაც მას ამ მოძრაობის ლიდერები უყენებენ. ამაში ორი აზრი არ არსებობს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რაც უფრო მალე მოხდება, უკეთესია“.- ამბობს გიორგი ქადაგიძე.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.