სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე დანიშნეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ჩინჩალაძე უკვე მეორე, 5 წლის ვადით, უხელმძღვანელებს აღნიშნულ უწყებას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ყოფილი არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, ესწრებოდნენ.
მოგვიანებით ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
გაინტერესებთ, როგორ ტარდება კონსულტაციები ჩინჩალაძის დანიშვნაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით?
საბჭოს სხდომაზე ონლაინ ჩაერთო დარბაზში შეკრებილი უამრავი მოსამართლე და გამოვიდნენ ჩინჩალაძის მხარდამჭერი სიტყვით. ძირითადი არგუმენტები იხ. ქვემოთ.
ირაკლი შენგელია:
თუ ვინმე უნდა იყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაშინ მიხეილ ჩინჩალაძე
სრულად გამართულად მუშაობდა სასამართლო მისი თავმჯდომარეობის დროს, ერთი შეფერხებაც კი არ ყოფილა
დიმიტრი გვრიტიშვილი:
ვეთანხმები ბატონ ირაკლის, მიხეილ ჩინჩალაძე არის ღირსეული კანდიდატურა, სათანადო უნარებით აღჭურვილი.
კოლექტივში არის ჯანსაღი და საქმიანი სიტუაცია
თუ ინფრასტრუქტურის პრობლემა წარმოიშვება მყისიერად გვარდება, მენეჯმენტი მართლაც გამართულიამამისეიშვილი:
დაახლოებით 10 თვეა აქ ვმუშაობ
აღფრთოვანებული ვარ
სხვა ალტერნატივა არ არის
ბუგიანიშვილი:
სრულად მხარს ვუჭერ
ტყავაძე:
მეც მხარს ვუჭერ, წლებია ვიცნობ
სასამართლოში გავიცანი
მისი უნარები ვიცი
სასამართლოს აპარატი გამართულად მუშაობს...
ასევე, მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ლავრენტი მაღლაკელიძე.
განსხვავებული აზრი არ ყოფილა. - წერს ჯანეზაშვილი ფეისბუქგვერდზე.