მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას - ირაკლი კობახიძე

28.06.22 07:04
მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანებას - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას სულ მცირე 14-15 წელი მაინც სჭირდება. როგორც ირაკლი კობახიძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საქართველოსთვის „საჩქარო არაფერია“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან შორი გზა. ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება გაწევრიანებას. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ 2 წელიწადში, 100%-ზე ავალთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა ამ პუნქტს“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები