კობახიძის სკანდალური განცხადება - რას ამბობენ ოპოზიციაში
ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცახდებას ოპოზიციაში ეხმიანებიან. "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით, "ქართული ოცნების" თავმდჯომარის განცხადება პირდაპირ მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ევოკავშირის კანდიდატის მისაღებად 12 პუნქტიან რეკომენდაციას არ შეასრულებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიში ინტეგრაციის ერთადერთი გზა ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა.
ევროკავშირში ინტეგრაციის ამოცანას და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეს ხელისუფლება მარტო ვერ და არ შეასრულებს, ამიტომაც არის კონკრეტული ვადა დათქმული ევროკავშირის მიერ, ეს არის წლის ბოლომდე, რომ ჩვენ ვაჩვენოთ პროგრესი. ამ პროგრესის მიღწევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ მიერ, ამიტომაც ვთქვით ჩვენ, მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ, რომ ამისთვის აუცილებელია საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რომელიც უნდა გამოიხატოს კონკრეტულად ეროვნული თანხმობის მთავრობაში. ეს არის ის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია, რომ ევროოკავშირში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ რაღაც ტიპის წინ გადადგმული ნაბიჯები მოგვცეს, - თქვა საბა ბუაძემ.
სამოქალაქო საზოგადოებაში კი კობახიძის განცხადებას ღიად პროდასავლურს უწოდებენ. სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ქადაგიძის თქმით, კობახიძე საზოგადოებაში ნიჰილიზმს თესავს.
ეს არის კიდევ ერთხელ იმ იდეის შეპარება, რომ თურმე ევროკავშირი არის შორს, ევროკავშირი ჩვენთვის არ არის, სინამდვილეში რაც ხდება გეოპოლიტიკური კონტექსტით გათვალისწინებით, ჩვენ გაგვეხსნა უნიკალური ფანჯარა, რომელშიც ზუსტად ახლა, ამ 6 თვეში თუ ვერ გავედით, შეიძლება კიდევ 10 წლეულები დასჭირდეს ამ ყველაფერს, ამიტომ კომენტარის გაკეთება ხელისუფლების წარმომადგენლებზე შეუძლებელია, იმიტომ, რომ ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დრეს, მეორეს, მესამე დღეს - მესამეს, - თქვა გიორგი ქადაგიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას სულ მცირე 14-15 წელი მაინც სჭირდება. როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საქართველოსთვის „საჩქარო არაფერია“.