ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართავს
"გადაიყვანეთ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ", - ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასაბლეა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართავს.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები აწერენ.
დაპატიმრებული ოპრეზდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მიმართვაში,რომელიც სახლხო დამცველის ექიმების დასკვნას ეყრდნობა, ევროპელი ლიდერები პირდაპირ წერენ, რომ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა და საზღვარგარეთ, სპეციალურ კლინიკაში ეტაპირება სჭირდება.
უფლებადამცველი იმასაც ამბობს, რომ საეჭვოა, რამდენად ყურად იღებს ხელისუფლება ევროპელი ლიდერების ამ მომართვას.
ამ დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი რამდენიმე რამ, პირველ რიგში ის, რომ სააკაშვილის მიმართ ამგვარმა შურისძიეებამ და პოლიტიკურმა დევნამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის საფრთხის შექმნა და არის ძალიან დეტალურად და მკაცრად შეფასებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდა დაემალა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ინფორმაცია არ იმალება. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ყურად იღებს ამ განცხადებას, თუმცა ბოლო მოვლენების და მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ისევ დაკავდება ამ პატივსაცემი ადამიანების, ჩვენი ევროპელი მეგობრების ლანძღვა-გინებით“. - ამბობს შოთა თუთბერიძე.
მესამე პრეზიდნეტი უკვე მეორე თვეა კლინიაკშია. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება კი უცვლელია. მიხეილ სააკშვილი სამედიცნო ეპრტიზის გასაჯაროებას დღე-დღეზე ელოდება.