"ცინიკური გადაწყვეტილება იყო" - დეკანოიძე ჩინჩალაძის მეორედ დანიშვნაზე
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე დანიშვნას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, ცინიკურს უწოდებს.
დეკანოიძის თქმით, აღნიშნულმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ქართული ცონება" ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას არ გეგმავს.
ეს იყო ცინიკური გადაწყვეტილება მაშინ, როცა სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციაში. ჩინჩალაძის დანიშვნა ასე სწრაფად, უცებ მოწვევა საბჭოში, ნიშნავს იმას, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ არაფერს არ აპირებს, საერთოდ არც განიხილება უკვე, - ამბობს დეკანოიძე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. ჩინჩალაძე აღნიშნულ უწყებას 5 წლით უკვე მეორე ვადით უხელმძღვანელებს.