ბსუ-ში სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციას აიძულებენ

28.06.22 11:28
ბსუ-ში სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციას აიძულებენ

ტროლების და ბოტების დაჯგუფების ლიდერი დეპუტატი მიმალვაშია. ბათუმის საკრებულოს წევრი, რიჩარდ სირაბიძე,  მეორე დღეა, კამერებთან ვერ ჩნდება.

დადგენილია, რომ ,,ქართული ოცნების" წევრი ოპოზიციის, კრიტიკული ჟურნალისტების  და ხელისუფლებისთვის არასასურველი ხალხის გასაშავებლად ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს იყენებს.

სახელისუფლებო ტროლების სქემის დამადასტურებელი მტკიცებულებები TV 25-მა გაასაჯაროვა.

ირკვევა, რომ ადამიანების მორალურ ტერორის სათავეში დეპუტატებთან ერთად თვითმმართველობის წარმომადგენელი, ლიკა დიასამიძეც, დგას.
 

მსგავსი სიახლეები