კონცერტი აქციის პარალელურად - კალაძე 2 და 3 ივლისს მოსახლეობას სამგორის რაიონში საკონცერტო საღამოებზე ეპატიჟება
3 ივლისს, როცა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყველაზე მასშტაბური აქციაა დაანონსებული, დედაქალაქის მერი, მოსახლეობას სამგორის რაიონში საკონცერტო საღამოებზე ეპატიჟება.
კახა კალაძის თქმით, მუსიკალური პროექტი თბილისის ცის ქვეშ გრძელდება - კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება.
პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ.
თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ- ამბობს კალაძე.
მისი თქმით, კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება კი თავისუფალია.