არ მგონია, ხალხის ნება იყოს, ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება - რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, ჰომოფობიური განცხადება - მმართველი პარტიის წევრმა სამოქალაქო მოძრაობას „შინ ევროპისკენ წევრებს „ლიბერასტები“ უწოდა.
„ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ ღირსეულ ადგილს, მათ შორის, ევროპულ ოჯახში, თუმცა, არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, არც ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება.
ასე, რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად და ამ ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი მშვიდობა და თავისუფალი განვითარება,“ - თქვა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მთავრობის სხდომაზე.