რუსული ნავთობის ყიდვა, ან ტრანსპორტირება, ტერორისტისთვის ფულის მიცემაა - ვოლოდიმირ ზელენსკი

28.06.22 13:36
რუსული ნავთობის ყიდვა, ან ტრანსპორტირება, ტერორისტისთვის ფულის მიცემაა - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთი ტერორისტულ ორგანიზაციად გარდაიქმნა - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, გაწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობა და დააკანონონ იურიდიულად კრემლის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობა.

რუსეთის სახელმწიფო გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში, ეს ფაქტია და ეს უნდა იყოს იურიდიული ფაქტი.

მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობის ყიდვა, ან მისი ტრანსპორტირება, რუსულ ბანკებთან კავშირები და გადასახადების გადახდა რუსული სახელკმწიფოსთვის- ეს არის ფულის მიცემა ტერორისტებისთვის  - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები