ტანკერი სანქცირებული ტვირთით - "დროას" ლიდერი საქმეში მამაცაშვილისა და ლილუაშვილის როლის შესწავლას ითხოვს

28.06.22 13:00
ტანკერი სანქცირებული ტვირთით - "დროას" ლიდერი საქმეში მამაცაშვილისა და ლილუაშვილის როლის შესწავლას ითხოვს

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შესვლის ფაქტის უკან  უჩა მამაცაშვილისა და რუსი ოლიგარქებს შესაძლო კავშირების გამოძიებას ითხოვს. 

მისი თქმით, წარმოუდგენელია, გემს სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე.

გემს, რომელიც 500 კილომეტს სანქცირებული ტვირთით გადის, წარმოუდგენელია, ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების და იმ გარანტიის გარეშე.

ჩემი ინფორმაციით, ამ ფაქტის და ამ მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე, დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული.

მან 2014 წელს „როსტ ნეფტთან" პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მისი კომპანიის 49% შეისყიდა „როსტ ნეფტმა“. 

ის პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით და „ბორინკას" ეძახდა, და იყო ხიდაშელთან ასევე სისტემის საბჭოში. საქართველოდან ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში იმიტომ, რომ ფაქტია სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და მიიღეს ქართულ პორტში."- ამბობს  ელენე ხოშტარია.

საქართველოს სანქცირებული ტვირთით სავსე ტანკერი ბათუმიდან ისე გაუშვა, რომ საკითხზე გამოძიება არ დაუწყია.  მთვრობამ თავად დაადასტურა, რომ ტვირთი სანქცირებული იყო, თუმცა ეკიპაჟის წევრები არც კი დაუკითხავთ.

 

მსგავსი სიახლეები