პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინი არასწორია

28.06.22 13:17
 პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინი არასწორია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ კამპანიას პარლამენტის თავმჯდომარე აგრძელებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის კანდიდაატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინის შექმნა არსწორია და ის, რომ ქვეყანა სტატუსის გარეშე დარჩა არ ნიშნავს, რომ რაიმეთი იზარალა.  

ნიჰილიზმს და ევროსკეპტიციზმს თესავენ ის ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებულ მოლოდინს ამყარებენ ხოლმე, ვთქვათ, მათ შორის, კანდიდატის სტატუსზე. ის საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, ვთქვათ, დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს გვესმის ჩვენ ბოლო ერთ კვირაზე მეტია, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური დახმარება, 14 მილიარდიანი ბიუჯეტები, თითო სოფელს 5 მილიონი და ა.შ. ეს ხომ ყველამ კარგად გავიგეთ. ყველა ეს სიტყვა, რაც გავიგეთ, არის ტყუილი. არცერთ დამატებით ცენტთან არ არის ეს დაკავშირებული კანდიდატობის სტატუსი, - თქვა პაპუაშვილმა. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას სულ მცირე 14-15 წელი მაინც სჭირდება. როგორც ირაკლი კობახიძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თქვა, საქართველოსთვის „საჩქარო არაფერია“. 

მსგავსი სიახლეები