ეს, უბრლოდ 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილია - პაპუაშვილის მტკიცებით, დოკუმენტი "ასაბლეას" არ მოუწოდებია

28.06.22 13:27
ეს, უბრლოდ 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილია - პაპუაშვილის მტკიცებით, დოკუმენტი "ასაბლეას" არ მოუწოდებია

"ქართულ ოცნება" აცხადებს, რომ წერილი არანაირ "ასაბლეას" არ მოუწოდებია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს უბრალოდ 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი დოკუმენტია და სხვა არაფერი.

„არანაირ ასამბლეას არ მოუწოდებია. არის 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილი. ნუ ასეთი ხელმომწერი პოლიტიკოსები არამხოლოდ ევროსაბჭოში, ევროპარლამენტშიც არიან.  ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ითქვა, არის საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქმედებს იუსტიციის სამინისტრო. ყველა სერვისი რაც სჭირდება შეთავაზებული აქვს. რაღაც პერიოდი ვნახეთ და დადასტურდა, რომ ის უარს ამბობდა გარკვეული სამედიცინო სერვისების მიღებაზე. ახლა, როგორც ჩანს, ყველა ამ სერვის იღებს. რაც შეეხება სხვა ქვეყანაში გადაყვანას, აქ საქართველოს კანონმდებლობა არის განმსაზღვრელი და ამ კანონმდებლობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტო იქნება ეს თუ პენიტენციური სისტემა. პოლიტიკური საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების არ უნდა ჰქონდეთ“.- განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართა. 

ოფიციალურ დოკუმენტს ხელს  ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები აწერენ. 
მესამე პრეზიდნეტი უკვე მეორე თვეა, კლინიაკშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უცვლელია. 

მსგავსი სიახლეები