"ოცნება" ანტიდასავლურ რიტორიკას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აძლიერებს - თეონა აქუბარდია

28.06.22 13:28
"ოცნება" ანტიდასავლურ რიტორიკას ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აძლიერებს - თეონა აქუბარდია

პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია "ქართული ოცნების" თავჯდომარის განცხადებას ეხმიანება და მას სიცრუეს უწოდებს. საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ  რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას სულ მცირე 14-15 წელია საჭირო. 

აქუბარდიას თქმით, ხელისუფლება ანტიდასავლური რიტორიკას ძალაუფლების შენარჩნების მიზნით ეწევა. 

კობახიძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა და ის ცრუობს, რომ 13 წელზე მეტი სჭირდება ევროკავშირის წევრობას, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული მაგალითები, როდესაც 8-დან 10 წლამდე ქვეყნებმა მოახერხეს ევროკავშირის წევრობა და ეს დამოკიდებულია ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და არა ევროკავშირზე. „ქართული ოცნების“ ტაქტიკა არის ის, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიეროს, - თქვა თეონა აქუბარდიამ. 

მსგავსი სიახლეები