გემი გაბრუნდა უკან, ასე მუშაობს სანქციები - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სანქცირებული ნავთობის ბათუმის პორტში შემოშვების ფაქტს ეხმაურება. "ქართული ოცნების" მტკიცებით, გემს უკან გაბრუნება მოუწია, რასაც სწორედ "სანქციები" გულისხმობს.
ტვირთების შემოსვლა როცა ხდება ზღვიდან, არის ორდონიანი პროცედურა, პირველი, არის გემთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა გემს, შევიდეს პორტში და ამ დროს ხდება შემოწმება, გემი ხომ არ არის სანქცირებული და გემი არ იყო სანქცირებული და შევიდა.
მეორე ეტაპი არის გემიდან ტვირთის განბაჟების, ან გადმოტანის ნაწილი, სადაც ასევე ხდება შემოწმება, ხომ არ არის სანქცირებული ტვირთი ზედ, ამ მეორე ეტაპზე, როცა მოხდა შემოწმება, აღმოჩნდა კიდევაც რომ იყო სანქცირებული და გემი გაბრუნდა უკან. ასე მუშაობს სანქციები, სანქციები სხვანაირად ხომ არ მუშაობს"- აცხადებს პაპუაშვილი.
საქართველოს სანქცირებული ტვირთით სავსე ტანკერ, ბათუმიდან ისე გაუშვა, რომ საკითხზე გამოძიება არ დაუწყია. მთავრობამ თავად დაადასტურა, რომ ტვირთი სანქცირებული იყო, თუმცა, ეკიპაჟის წევრები არც კი დაუკითხავთ.