მადლია, სიცოცხლის გადარჩენა - მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პრეზიდენტს
მიხეილ სააკაშვილის მშობლები ხელისუფლებასა და პრეზიდენტს მიმართავენ.
დაპატიმრებული პრეზიდენტის მამა, შვილის ყოფნა -არყოფნის საკითხზე საუბრობს და სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ სიცოცხლის გადარჩენა მადლია.
საკითხი დგას ასე - ყოფნა არ ყოფნის. გადავიყვანთ - გადავრჩებით, არ გადავიყვანთ, შეიძლება, სავალალო შედეგები მივიღოთ. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რაც გადასადგმელია. მე ასევე მივმართავ პრეზიდენტს - მადლია სიცოცხლის გადარჩენა. თუ ეს არ მოხდება, ეს უკვე იქნება სადიზმის დონე“. - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.
რაც შეეხება გიული ალასანიას, დაპატიმრებული პრეზიდენტის დედა ასამბლეის წერილზე კმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ ერთობლივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.
„სულ ის იყო ჩემი თხოვნა, რომ გადაეყვანათ შესაფერის კლინიკაში. ისეთი დიაგნოზი დაესვა, რომ, როგორც ჩანს ყველაფრის ერთად აქ მკურნალობა, გაუჭირდებათ. ძალიან კარგია, რომ ამ ყველას ერთობლივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო“. - თქვა გიული ალასანიამ.
ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მიმართა.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები აწერენ.
მესამე პრეზიდნეტი უკვე მეორე თვეა, კლინიაკშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უცვლელია.