ევროსაბჭოს გადაწყვეტილება - "გადაიყვანეთ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ"
დეკლარაცია მიღებულია - ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის უფლების დაცვას თხოვენ.
ოფიციალური დოკუმენტს ხელი ევროპის ყველაზე გავლენინი პოლიტიკური ჯგუფების გარდა ის პოლიტიკოსბიც აწერენ, რომლებიც ქართული ოცნების ლობისტებდ ითვლებიან.
ევროსაბჭოს საპარალამენტო ასაბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში დასავლელი პარტნიორები სააკაშვილის საზღვარგარეთ ეტაპირებას და მის მკურნალობას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ „პირველები“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის წევრს, ლიზა იასკოს ესაუბრა.
იასკო პირდაპირ ამბობს, რომ უმოკლეს დროში მოხდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება, რადგან ყველამ იცის დაპატიმრებული პრეზიდენტის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„როგორც წესი ასეთის აერთო განცხადებების შედგენა და ხელმოწერა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ეს დეკლარაცია სასწრაფო წესით შედგა. დეკლარაცია მოითოვს საქართველოს მთავრობისგან სააკაშვილის მკურნალობას სასწრაფოდ და გადაუდებლად ევროპაში. ხელმომწერები მთავარი პოლიტიკური გუნდები არიან - სოციალისტები, კონსერვატორები და EPP. ამ დოკუმენტზე ხელმომწერია ჟაკ მე, საფრანგეთის წარმომადგენელი. ის აკვირდებოდა ნავალნის მოწამვლის პროცესებსაც. ამ ადამიანმა ნამდვიალდ იციან რა ხდება საქართველოში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ისინი არა მარტო სააკაშვილის გადაყვანას და მკურანლობას ითხოვენ საზღვარგარეთ, არამედ ძალიან შეწუხებულები არიან იმ დემოკრატიული პროცესებით, რომელიც დღეს საქართველოში ხდება“. - ამბობს ლიზა იასკო.
ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა და სტრესისგაგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა.