თუ ვინმე ჩანერგილი და მიკედლებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, იყო კობახიძე - დავით ჭიჭინაძე
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებებს "პირველებთან" პასუხობს.
საუბარია, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მან, ყოფილი თანაგუნდელები "ნასედკებად" მოიხსენია.
არამგონია, რომ ის ადამიანები, ვინც 2012 წელს იბრძოდა, ირაკლი კობახიძეს სერიოზულად აღიქვამდენენ. ადამიანი ყოველთვის შემოტმასვნასთან და ნეგატივთან იყო ასოცირებული. თუ ვინმე ჩანერგილი და მიკედლებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, იყო კობახიძე. არც ივანიშვილი და არც კალაძე აკლებდნენ ენმ-ს მხარდაჭერას.
კობახიძემ დემეტრაშვილთან ერთად, კონსტიტუციაც კი დაუწერა სააკაშვილს, რომ მუდმივად ყოფილიყვნენ"- თქვა ჭიჭინაძემ.