მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან - გრეგოროვა კობახიძეს

28.06.22 18:29
მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან - გრეგოროვა კობახიძეს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პასუხობს. განცხადება გრეგოროვამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც კობახიძემ გუშინ, 27 ივნისს, თქვა, რომ გრეგოროვას პარტია თავის ქვეყანაში 15%-ს იღებს.

ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში, როდესაც ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს თავის ქვეყანაში?! - თქვა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

დიახ, ჩვენი ახალგაზრდა ჩეხური დემოკრატია ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით. ჩვენი მთავრობა დაკომპლექტებულია ხუთი პარტიისგან, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოებები ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად. იგივეს ვუსურვებ საქართველოს: მეტ 15%-იან პარტიას, რომლებიც მზად იქნებიან თანამშრომლობისათვის და რომელიც ასახავს მრავალფეროვან საზოგადოებას" - წერს ევროპარლამენტარი  Twitter-ზე.

მსგავსი სიახლეები