დემარში თუ იმიტირებული ამბოხება - რატომ გამოეყო დეპუტატების ტრიო "ოცნებას"
რატომ გამოეყო დეპუტატების ტრიო "ოცნებას" - მმართველი პარტიის ყოფილი წევრები ფიქრობენ, რომ საქმე ბიძინა ივანიშვილის მორიგ თამაშთან გვაქვს. მათი თქმით, ოლიგარქი ცდილობს პარლამენტში ახალი ფრთა შექმნას, რომელიც თავის განცხადებებში უფრო რადიკალური იქნება.
თუ გავითვალისწინებთ ვინ არიან ეს მოქმედი დეპუტატები, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი, მათგან რაღაც განსაკუთრებულის ლაპარაკს პირადად მე არ ველოდები. ამიტომ თემა, რომ ეს არის თუ არა ახალი ჩანაფიქრი, უფრო ახლოს არის რეალობასთან, ვიდრე მათი გულწრფელი გადაწყევტილება. ის, რომ პროცესი „ქართული ოცნების“ ჩამოშლის დაწყებულია, ეს არის ფაქტი და ცხადი და ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ბევრი სიურპრიზები ელოდება ბიძია ივანიშვილის გუნდს და უნდა მოემზადონა მისთვის, არ უშველით ეს ტრიუკები, - ამბობს ანი მიროტაძე.
მმართველ პარტიაში მძიმე პროცესების დაწყებაზე საუბრობს ოპოზიცია. "ლელოს" წევრის საბა ბუაძის თქმით, დეპუტატების ტრიოს გამოყოფა იმიტირებულიც რომ იყოს, უკვე ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლებას ჰკარგავს.
როდესაც სამი დეპოუტატი ტოვებს მმართელ პარტიას, ეს არის ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე მცემულობის გამოხატულება და თუნდაც თუ დავუშვებთ იმას, რომ ეს არის მისი მხირდან ტრიუკი ან ფიქცია, ეს არის მძიმე პროცესის დასაწყისი, რადგან კარგად ჩანს, რომ ჩვეულ რეჟიმში „ქართული ოცნება“ ვეღარ ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას და მათ სჭირდებათ რაღაც ტიპის ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილების მიღება. მთლიანობაში ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველ გუნდში მძიმე პროცესები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, - თქვა ბუაძემ.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს სამმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართულ ოცნების" რიგები დატოვეს. მმართველი გუნდის ყოპფილმა წევრებმა ყველაფერზე საჯაროს ლაპარაკი დააანონსეს.