ყვავებს გამოეყვნენ ქორები - გოცირიძე "ოცნებიდან" წასულ დაპუტატებზე

29.06.22 11:22
ყვავებს გამოეყვნენ ქორები - გოცირიძე "ოცნებიდან" წასულ დაპუტატებზე

ყვავებს გამოეყვნენ ქორები, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ქართული ოცნებიდან" სამი დეპუტატის წასვლას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარლამენტში ახალი ფრთა სჭირდება, რომელიც დასავლეთის მიმართ უფრო რადიკალური იქნება. 

„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი. იქნება თვდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე, უფრო რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული. ფარდის ამხდელები არიან. რა ფარდაც ვერ ახადა და ვერ გაბედა ღარიბაშვილმა, ღარიბაშვილის საქმე გააკეთებენ ესენი. ყვავებს გამოეყვნენ ქორები, თუ შეიძლება ასე ითქვას.  ესენი იქნება პარლამენტში ბიძინას ხმა. რასაც ფიქრობს ბიძინა, გაახმოვანებს ეს ჯგუფი, - თქვა გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს სამმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართულ ოცნების" რიგები დატოვეს. მმართველი გუნდის ყოპფილმა წევრებმა ყველაფერზე საჯაროს ლაპარაკი დააანონსეს.   

მსგავსი სიახლეები