რუს ბლოგერს, რომელსაც საქართველომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა, თავშესაფარი ლიეტუვამ მისცა

29.06.22 13:15
რუს ბლოგერს, რომელსაც საქართველომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა, თავშესაფარი ლიეტუვამ მისცა

პუტინის ხელისუფლების მიერ დევნილ რუს ბლოგერს,  რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი განუცხადა, ლიეტუვამ თავშესაფარი მისცა.

იმსა ოგუზი, რომლსაც ანტიპუტინისტური განცხადებებისა და ქმედებების  გამო რუსეთში პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ორი კვირის განმავლობაში  ლარსის გამშვებ პუნქტზე არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა, არც საკმარისი საკვები ჰქონდა და არც ელემენტარული პირობები.

სასაზღვო პოლიციამ რუს ბლოგერს საზღვრის კვეთის უფლება  მხოლოდ მას შემდეგ მისცა,  რაც აქტივისტმა ევროსასამართლოს მიმართა.

რუსი ბლოგერი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ლარსის გამშვებ პუნქტში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, იმყოფებოდა, დღეს დილით ჩაფრინდა ლიეტუვაში. ჩვენთვისმ უცნობია გარემოება, რამაც მიიყვანა სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებამდე. - განაცხადა ინსა ოგუზის უფლებადამცველმა.
 

მსგავსი სიახლეები