სკანდალი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ სუს-ს პროკურატურაში უჩივლა

29.06.22 15:20
სკანდალი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ სუს-ს პროკურატურაში უჩივლა

"ქართული ოცნება"  კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა- საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანან კობახიძემ,  სუს-ს პროკურატურაში უჩივლა.

დადასტურებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს და ,,ქართული ოცნების" ყოფილ იდეოლოგს, მანანა კობახიძეს,  უკანონოდ უსმენდა. სავარაუდოდ, სუს-იდან 2021 წელს გაჟონილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრებიც მოხვდა პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სარჩელში მიმდინარეობდა.

 მანანა კობახიძე პროტოპრესვიტერ ზვიადაძესთან კავშირს არ უარყოფს, თუმცა, არ დასტურებს კონკრეტულ სიტყვებსდა ფრაზებს, რაც სუსის ფაილებში მოხვდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროსასამართლოში დავასაც აანონსებს.

ძალიან რთულია ახლა ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ მოსამართლის რანგში ჩემი პირადი კომუნიკაცია დაცული უნდა იყოს. მამა გიორგის ძალიან კარგად ვიცნობ და წლების განმავლობაში შესაძლოა, კომუნიკაცია მქონია. თუმცა კონკრეტულად ის კომუნიკაცია, რაზეც იყო საუბარი, იმ შინაარსის, სიტყვასიტყვით იმ შინაარსით, მე ამას არ ვადასტურებ. 

არ გამოვრიცხავ, რომ საქმე სტარსბურგამდე მივიდეს. - განუცხადა ტვ პირველს მანანა კობახიძემ.

მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყებას მიმართა - კობახიძე პროკურატურაში უკვე გამოიკითხა. თუმცა, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, მიანიჭა თუ არა შოთაძის უწყებამ მას დაზარალებულის სტატუსი.

მანანა კობახიძე 2012-13 წლებში იყო „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. 2012-2017 წლებში - პარლამენტის წევრი, 2017 წლის 8 თებერვალს კი აირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

 

 

მსგავსი სიახლეები