"შეთანხმებული მოქმედებების დროა" - კარლს ჰარცელი

29.06.22 14:50
"შეთანხმებული მოქმედებების დროა" - კარლს ჰარცელი

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციისთვის - ევროპის კიდევ ერთი გზავნილი დღეს ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირის კარის გასაღებად პოლიტიკური ერთიანობაა საჭირო. მისი თქმით, ახლა ისტორიული მომენტია და ქვეყანამ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. 

გასულ კვირას საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული, - თქვა კარლ ჰარცელმა.  

 

მსგავსი სიახლეები